„20 ივნისი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე დღე იყო, რადგან ჩვენმა თანამოქალაქეებმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს, რაც ყველას დიდი გულის ტკივილია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს დღე მძიმე კიდევ იმის გამოა, რომ პოლიტიკოსებს თავში ჯერ კიდევ უდევთ ის აზრი, რომ შეიძლება პარლამენტზე შტურმი მიიტანო და ამით ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება შეცვალო.
„რაც ასევე სამარცხვინოა და დანაშაულია, როცა პოლიტიკოსები ასეთი გზებით დემოკრატიისკენ სვლას ცდილობენ, ეს მათი რეალური სახეა. რა იქნება 20 ივნისს, ეს იმ პოლიტიკოსების გადასაწყვეტია, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულნი. მათი პოლიტიკური აქცია იქნება და საზოგადოება დასკვნებს გამოიტანს“, - აღნიშნა სესიაშვილმა.
ოპოზიციურმა პარტიებმა 20 ივნისს საპროტესტო აქცია დააანონსეს.