თითქმის სრულად დაიწვა გორის ცენტრში მდებარე გორის მე-12 საბავშვო ბაღი, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დევნილი მოსახლეობა ცხოვრობდა. ცეცხლი ერთ-ერთი ოთახიდან გაჩნდა, რომელიც სახურავზე გადავიდა და მთელ შენობას მოედო. ადგილზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, საბავშვო ბაღის გამგე და სხვა ოფიციალური პირები მივიდნენ. ცეცხლის ჩაქრობა დროულად ვერ მოხერხდა და მისი ლოკალიზება ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
სავარაუდოდ მსხვერპლი არ არის. ოთახი, სადაც ცეცხლი პირველად გაჩნდა, ჯუნა დოიჯაშვილი ცხოვრობდა. მეზობლები ამბობენ, რომ მის ოთახში არავინ იმყოფებოდა და კარები დაკეტილი იყო.