ადგილობრივების ინფორმაციით, ბათუმში, თევზის ბაზარში აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.
როგორც ისინი აცხადებენ, აფეთქება დილის 6 საათზე იმ ნაწილში მოხდა, სადაც სამზარეულოა განთავსებული.
შემთხვევის შედეგად ერთი მსუბუქი ავტომანქანა დაზიანდა. ტერიტორია სპეციალური ლენტითაა შემოსაზღვრული.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად გამოწვეული ხანძარი ლიკვიდირებულია. მათი ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.