შეუერთდება თუ არა კვირიკაშვილი დამოუკიდებელი დეპუტატების პარტიას

შეუერთდება თუ არა კვირიკაშვილი დამოუკიდებელი დეპუტატების პარტიას

„გიორგი კვირიკაშვილთან დღემდე ვინარჩუნებთ ადამიანურ ურთიერთობებს და ამ ურთიერთობებს არ გავცდენივართ. რაც შეეხება პოლიტიკაში მის ჩართვას, კონსულტაციები არ ყოფილა, პირადად მე მასთან პოლიტიკაზე არ მისაუბრია“, - ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევთან გოგიჩაიშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირკაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას.

გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების და ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ ახლად შექმნილი პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ გიორგი კვირიკაშვილთან პოლიტიკაში მის ჩართვასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს.

„ჩვენ გიორგი კვირიკაშვილთან ვინარჩუნებთ ადამიანურ ურთიერობებს და ეს ურთიერთობები გრძელდება. რაც შეეხება მის პოლიტიკაში შესაძლო ჩართვას, მასთან კონსულტაციები არ ყოფილა. პირადად მე მასთან ამ საკითხზე არ მისაუბრია. ჩაერთვება თუ არა გიორგი კვირიკაშივლი პოლიტიკაში, ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, მის პასუხისმგებლობაზე და ჩვენ ზეგავლენას ვერ მოვახდენთ“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ლევან გოგიჩაიშვილმა.