"მიტოვებულ კარავში იყო..." - მეხანძრე-მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული 23 წლის ბიჭი იპოვეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა, ორ­დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შემ­დეგ, და­კარ­გუ­ლი 23 წლის ბიჭი იპო­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

"სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თუ­ლი იყო გუ­რი­ის სამ­მარ­თვე­ლოს ათ­კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი. მათ სა­მაშ­ვე­ლო დრო­ნით ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ იმე­რე­თის სამ­მარ­თვე­ლოს მაშ­ვე­ლე­ბი.

ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ხი­დოს მთა­ზე, სა­ზა­ფხუ­ლო სა­ძოვ­რებ­ზე, მი­ტო­ვე­ბულ კა­რავ­ში იპო­ვეს. ის თავს სუს­ტად გრძნობს, თუმ­ცა მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. ამ დრო­ის­თვის, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე ჩა­მოჰ­ყავთ, სა­ი­და­ნაც მოხ­დე­ბა მისი სტა­ცი­ო­ნარ­ში გა­დაყ­ვა­ნა" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.