თუ აბიტურიენტი ინფიცირებულია და ამ მიზეზით ვერ დაიშვება სივრცეში, მას გამონაკლისის სახით ჩაბარების შესაძლებლობა ვერ ექნება, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა.
„სამედიცინო მიზეზებით გასულ წელსაც ვერ ახერხებდნენ აბიტურიენტები გამოცდაზე გამოცხადებას და მათთვის ცალკე გამოცდა არც აქამდე დანიშნულა. ამ შემთხვევაშიც მათ გამოცდის ჩაბარება მომავალი წლისთვის გადაედებათ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.