გავითავისოთ, რომ კორონავირუსი არ დამარცხებულა. პანდემია გრძელდება მსოფლიოში. ნუ გავთამამდებით. დავიცვათ რეკომენდაციები, ჯარიმებით და დასჯით არა, თვითშეგნებით - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა თავი შეიკავონ მასობრივი თავშეყრის ადგილებისგან, რადგან ეს ჯერ კიდევ მაღალი რისკის შემცველია.
„აქამდე დიდი თვითშეგნება იყო ქვეყანაში, ამ ერთობლივმა მოქმედებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ საქართველო შედარებით ნაკლებ დაზიანებულია დღეს. გავაგრძელოთ ასე მუშაობა. რაც მე „ფეისბუქზე“ ვნახე, რა ხდებოდა იმ დღეს „ფაბრიკაში“... თავი შევიკავოთ, სანამ პანდემიაა, რადგან ეს ძალიან მომატებული რისკია, ბევრად მომატებული რისკია ის, რაც „ფაბრიკაში“ და ღვინის აღმართზე ხდებოდა, ვიდრე ერთიანი ეროვნული გამოცდები. იმიტომ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიდიან ჯანმრთელი ბავშვები და იქ შესაძლებელია, დიდი ალბათობით მოხვდეს ინფიცირებული ადამიანი და ერთი ინფიცირებული ადამიანი იმ „ფაბრიკაში" დააინფიცირებს დაახლოებით 20-ს და შემდეგ გეომეტრიული პროგრესია გვექნება“,- განაცხადა გამყრელიძემ.