მამუკა მდინარაძე: დავით ბერძენიშვილის პოზიცია იყო ხელჩაქნეული კაცის პოზიცია

მამუკა მდინარაძე: დავით ბერძენიშვილის პოზიცია იყო ხელჩაქნეული კაცის პოზიცია

„ბუნებრივია, სერიოზულად ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ, იმიტომ, რომ უმცირესობა, ზოგადად, ვერ იმარჯვებს დემოკრატიული მმართველობის, დემოკრატიული წყობის დროს",- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა მდინარაძე „რესპუბლიკური პარტიის" წევრის, დავით ბერძენიშვილის განცხადებას. სოციალურ ქსელში, დავით ბერძენიშვილი წერს,  რომ თუ ამომრჩევლების უმრავლესობის უმრავლესობა ქვეყნის მართვას პროგრესულ და დასავლურ უმცირესობას ანდობს, მიღწეულ იქნება დემოკრატიული მოდერნიზაცია, ევროატლანტიკური უსაფრთხოება და ევროპული კეთილდღეობა.

„ბატონ დავითს ვურჩევ, თუნდაც იმ კვლევებს გაეცნოს, სადაც 20 და 25 %-იანი ცდომილებებია და ისინიც კი ვერ ბედავენ მონაცემების გაყალბებას და ამ მონაცემებითაც კი ძალიან დიდი უმრავლესობა ამ ქვეყანაში არის პროდასავლური და ამ ქვეყანაში დასავლური ღირებულებების პატივისმცემელი ადამიანები არიან უმრავლესობაში - ეს ერთი. მეორე ნაწილში, ძალიან გულწრფელია, როგორც ჩანს, მან აღიარა, რომ ისინი, ანუ დღევანდელი ოპოზიცია არის უმცირესობაში, თუმცა, დემოკრატიულ პრინციპებს და დემოკრატიის საწყისს ეწინააღმდეგება ის, რომ არჩევნებით მოვიდეს ხელისუფლებაში ის, ვისაც აქვს მცირე მხარდაჭერა და როგორც ბატონი დავითი ამბობს, უმცირესობაში არიან, წარმოუდგენელია. როგორც ჩანს, აქ მართლაც ძალიან გულწრფელი იყო, რომ მან აღიარა გარკვეულწილად, ხელჩაქნეული კაცის პოზიციიდან თქვა, რომ კი ბატონო, ვართ უმცირესობაში, მაგრამ მოდით. ერთხელ მაინც გვანდეთ ხელისუფლება და ჩვენ ვიქნებით მართვაში, თუმცა, ბუნებრივია, სერიოზულად ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ, იმიტომ, რომ უმცირესობა, ზოგადად, ვერ იმარჯვებს დემოკრატიული მმართველობის, დემოკრატიული წყობის დროს",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​

ზურაბი ბერძენიშვილებს ელანდებათ ის სიტუაცია, გამსახურდია რომ ჩამოაგდეს,რუსების დახმარებით და მართლაც უმცირესობა მართავდა ქვეყანას, იმას თუ მართვა ჰვიოდა. ამჯერადაც მასე უნდად უმცირესობაში არიან და კვლავ შეძლონ ქვეყნის მართვა,მის სრულ გაპარტახებადე. ეს კგბ-ს აგენტები ნატრობენ ქართველების გადაშენებას ვერ მოესწრებიან.
4 წლის უკან