თორნიკე რიჟვაძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკური შოუ დადგა, შეეცადა სხდომა დესტრუქციაში გადაეყვანა

თორნიკე რიჟვაძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკური შოუ დადგა, შეეცადა სხდომა დესტრუქციაში გადაეყვანა

„ნაციონალური მოძრაობა“ პირდაპირ საბოტაჟზე გადავიდა. მათ გარკვეული მასკარადიც ვერ მოაწყვეს, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებტან საუბრისას.

მისივე თქმით, თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკური შოუ დადგა, შემდეგ კი შეეცადა სხდომა დესტრუქციაში გადაეყვანა.

„როგორც იცით, უკვე მეორეჯერ მთავრობის საქმიანობის ანგარიშით წარვსდექით. ვფიქრობ, რომ ეს ეხებოდა ყველა მიმდინარე აქტუალურ საკითხებს, კოვიდ 19-ის ინფექციასთან ბრძოლას და ასევე, სექტორალურად დარგების მიხედვით გაწეული საქმიანობის შესახებ და ყველა ის შედეგი წარმოდგენილი იყო... დასაწყისშივე თქვენ ნახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პირდაპირ გადავიდა საბოტაჟზე. მათ გარკვეული მასკარადიც ვერ მოაწყვეს, პოლიტიკური შოუ დადგეს. შემდგე უკვე მაქსიმალურად შეეცადნენ, რომ სხდომა დესტრუქციაში გადაეყვანათ, თუმცა ჩვენ ჩვენს ვალდებულებას შევასრულებთ და ხალხი და აჭარის მოსახლეობა მათ უპასუხებს საქციელზე", - განაცხადა რიჟვაძემ.

ხმაურით დაიწყო დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა, სადაც მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში მოისმინეს. „ნაციონალური მოძრაობის“დეპუტატმა, ელგუჯა ბაგრატიონმა თორნიკე რიჟვაძეს სიტყვა გააწყვეტინა და დარბაზში მოქალაქეების შემოყვანა მოითხოვა.