9 ივნისს ყველასთვის საყვარელი მსახიობი და პროდიუსერი - ნატალი პორტმანი იუბილარია. უკვე 39 წლის ვარსკვლოავი ერთ-ერთია იმ ცნობად ადამიანებს შორის, რომლებმაც ძლიერი როლებისა და მომხიბლავი გარეგნობის გარდა, ლამაზი გონებითაც შეძლეს გულშემატკივრების მთელი არმიის შემოკრება. სწორედ ამიტომ, თვალი გადავავლოთ მის რამდენიმე ფრაზას, რომელიც აუცილებლად დაგაფიქრებთ:
"ჭკვიან ქალებს იმაზე მეტად უყვართ გონიერი მამაკაცები, ვიდრე ამ უკანასკნელთ თავად ისინი".
"ასაკის მატებასთან ერთად ხვდები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შენი ადგილი საკუთარ თავში და არა იმ სამყაროში, რომელშიც ცხოვრობ. მნიშვნელოვანია როგორ ხედავ საკუთარ თავს შენ და არა ის, თუ როგორ აღგიქვამენ გარშემომყოფები".
"მომენტი, როცა გაიფიქრებ, რომ ვინმეზე უკეთესი ხარ, არის მომენტი, როდესაც სახეში სილა გჭირდება".