ოსკაროსანი მსახიობი 45 წლის ლეონარდო დიკაპრიო პაპარაცებმა 22 წლის მოდელ კამილა მორონესთან ერთად ლოს ანჯელესში შენიშნეს.
წყვილი დიდხნიანი პაუზის შემდეგ ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრჯერ გამოჩნდა ერთად.
როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ კამილა თვითიზოლაციაში მარტო იმყოფებოდა, რის გამოც უცხოური ტაბლოიდები ავრცელებდნენ სავარაუდო ინფორმაციას, რომ წყვილი შესაძლოა ერთად აღარ ყოფილიყო.
გამოცემების ვარაუდები მართალი არ აღმოჩნდა და საშოპინგოდ მიმავალი წყვილი პაპარაცებმა ისე ერთად შენიშნეს.
ლეონარდომ კომფორტული სტილი მოირგო და სპორტულ მაისურს, შავი zip-up სტილის ჰუდი, navy შორტები და "ნაიკის" ეგრეთწოდებული ფლიპ ფლოპს-ები შეუხამა.