ბრიტანელმა მომღერალმა წონაში 45 კილოგრამის დაკლების და ფორმის შენარჩუნების საიდუმლო გაამხილა. ამის შესახებ The Sun წერს.
გამოცემის ცნობით, მომღერალი მუდმივად დაკავებულია სპორტით, ასევე მან კვების რეჟიმი დააკორექტირა. ადელი აღარ იმზადებს საჭმელს და უკვეთავს ჯანსაღ კერძებს. ყოველდღე მომღერალი მხოლოდ 1700 კალორიას იღებს.
ადელი დღეში სამჯერ ჭამს. მომღერალი ცეხვილი ხორბლის ფქვილისგან დამზადებული ბლინებით ან მოხარშული კვერცხით საუზმობს. სადილზე და ვახშამზე კი ინდაურის ხორცისგან დამზადებული სალათით იკვებება ან გამომცხვარ ორაგულს მიირთმევს. ასევე უარს არ ამბობს შემწვარ ქათამზე. კვების შუალედში მომღერალი წყალს და ნატურალურ წვენებს სვამს. ასევე ახალი ხილით იკვებება.
თებერვალში ადელი საზოგადოების წინაშე ახალ ფორმაში გამოჩნდა. მან 45 კილოგრამი დაიკლო.