განძი ამ ადგილას კოლექციონერმა ფორესტ ფენიმ დამალა. ამის შესახებ CBS News კოლექციონერზე დაყრდნობით წერს.
სკივრის შესახებ, რომელშიც ინახებოდა ძვირფასი ქვები, ოქროს მონეტები, საიუველირო ნაკეთობები 2010 წელს კოლექციონერმა თავის ავტობიოგრაფიაში დაწერა. მან განძის დამალვის გადაწყვეტილება 1990 წლის ბოლოს მიიღო, როცა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამ გადაწყვეტილებით, მას სურდა საკუთარი თავის ხსოვნა გარანტირებული გაეხადა. ექიმებმა დაავადების შეჩერება შეძლეს, თუმცა კოლექციონერმა განძის დამალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მაინც არ შეცვალა.
ფენის ინფორმაციით, მას დაუკავშირდა ადამიანი, რომელმაც განძით სავსე სკივრი იპოვა. ამის დასადასტურებლად, მან კოლექციონერს ფოტო გაუგზავნა. განძის მპოვნელმა ინკოგნიტოდ დარჩენა გადაწყვიტა. განძის მაძიებელს სკივრის პოვნაში კოლექციონერის წიგნში გამოქვეყნებული ლექსი დაეხმარა.
კოლექციონერის წიგნში საგანძურის საპოვნელად 9 გამოცანაა. განძს 1000-მდე ადამიანი ეძებდა, აქედან ოთხი ადამიანი განძის ძებნისას დაიღუპა. ფენი აცხადებდა, რომ განძი უსაფრთხო ადგილას იყო, თუმცა მაძიებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებდა.
გამოცემის კითხვაზე, როგორ გრძნობს კოლექციონერი თავს განძის პოვნის შემდეგ, ფენიმ უპასუხა, რომ ის ნაწილობრივ მხიარულია, ნაწილობრივ კი სევდა მოეძალა, რადგან განძის ძებნის ისტორია დასრულდა.