ინგლისში, ნორფოლკის საგრაფოში გერმანულმა დოგმა სახელად ფრედიმ, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ძაღლის სტატუსი მიიღო და ახალი რეკორდიც დაამყარა. ამის შესახებ Daily Mail წერს.
გინესის წიგნის თანახმად მსოფლიოში ყველაზე მაღალი გერმანული დოგი, ამავე დროს ამ ჯიშის ძაღლებში ყველაზე ხანდაზმულიც აღმოჩნდა.
17 მაისს ფრედი 8 წლის გახდა. მისმა პატრონმა ამ თარიღთან დაკავშირებით ზეიმი მოაწყო. შეუკვეთა სპეციალური ტორტი, რომელიც ფერადი ბუშტებით და ძვლებით იყო მორთული.
კლერ სტონმანი ამბობს, რომ ბედნიერია, რადგან გერმანულმა დოგმა ფრედიმ, ამდენი წელი იცოცხლა და კვლავ მათთან ერთად არის.