„თავისუფალი მედიის ფლაგმანმა "ფორმულამ", ასლან აბაშიძისა და მიშა სააკაშვილის ხელში ნაწრთობი საჭრეთელის გამოყენებით, ჩემი წერილობითი პასუხი მკაცრ ცენზურას დაუქვემდებარა" - წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების" მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი.
„ვინაიდან თავისუფალი მედიის ფლაგმანმა "ფორმულამ", ასლან აბაშიძისა და მიშა სააკაშვილის ხელში ნაწრთობი საჭრეთელის გამოყენებით, ჩემი წერილობითი პასუხი მკაცრ ცენზურას დაუქვემდებარა, კუპიურებით გაუშვა (კეზერაშვილის ფულს არ ვგულისმობ ამჯერად) და საკუთარი მცირერიცხოვანი მაყურებლის უფლებები დაარღვია, ამ უკანასკნელთა მედიაადვოკატირების მიზნით, გთავაზობთ ჩვენი ეპისტოლარული შედევრის სქრინს - წერს ლაშა ნაცვლიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და „ფორმულას" ჟურნალისტთან მის სრულ მიმოწერას ასაჯაროებს.