პრემიერ-მინისტრი გენდერული თანასწორობის საკითხებში წარმომადგენელს დანიშნავს
უახლოეს მომავალში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გენდერული თანასწორობის საკითხებში წარმომადგენელს დანიშნავს -- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მიმდინარე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილმა გენდერული თანასწორობის აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა.