დიდი მომღერალი

დიდი მომღერალი

გასული წლის 17 დეკემბერს მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებებმა სამწუხარო ცნობა გაავრცელეს.

70 წლის ასაკში კაბო ვერდეში, ცნობილი მომღერალი სეზარია ევორა გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი გულთან დაკავშირებული პრობლემები აღმოჩნდა.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ევორას 2008 წელს შეექმნა. ავსტრალიის ქალაქ მელბურნში ჩატარებული კონცერტის შემდეგ ინსულტი გადაიტანა, 2010 წლის მაისში კი პარიზში გულზე ოპერაცია გაიკეთა.

სეზარია ევორა 1941 წლის 27 აგვისტოს კაბო ვერდეს ქალაქ მინდელუში დაიბადა. 17 წლის ასაკიდან მშობლიური ქალაქის ბარებში გამოსვლა დაიწყო. სიმღერებს მწვანე კონცხის კუნძულების მაცხოვრებლებისათვის ახლობელ “მორნასა” და “ფადუს” სტილში ასრულებდა.

პირველი სოლო ალბომი “Distino di belta” 46 წლის ასაკში პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ჩაწერა. ამის შემდეგ მისი პროდიუსერი ცნობილი კაბო ვერდელი მომღერალი ტიტო პარისი გახდა. სეზარია ევორა პარიზში გადასახლდა და კომპანია “Lusafrica”-სთან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

პოპულარობას 1988 წელს მიაღწია, როდესაც გაყიდვაში მისი ალბომი “Miss Perfumado” გამოვიდა.

კარიერის განმავლობაში სეზარია ევორას 12 სტუდიური ალბომი აქვს ჩაწერილი. ამათგან უკანასკნელი “Nha Sentimento” 2009 წლით არის დათარიღებული.