ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა ელტონ ჯონმა თავის ყოფილ საცოლეს ოპერაციის ხარჯები დაუფარა. ამის შესახებ გამოცემა Mirror-ი წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ლინდა ჰენონს ელტონ ჯონი 50 წლის წინ ხვდებოდა, როდესაც ჯერ კიდევ უცნობი მომღერალი იყო. მეგობარი გოგო მას ფინანსურადაც ეხმარებოდა. 21 წლის მომღერალი ლინდაზე დაქორწინებას აპირებდა, თუმცა ქორწინება არ შედგა.
ლინდა ჰენონი ამბობს, რომ ელტონ ჯონს მასზე დაქორწინება მეგობარმა ბერნი ტოპინმა გადააფიქრებინა. 50 წლის შემდეგ ლინდას უკვე ლეგენდარული მომღერლის დახმარება დასჭირდა. მას მუხლზე გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროებოდა და დახმარებისთვის ყოფილ ბოიფრენდს მიმართა, სერ ელტონ ჯონმა კი ქალს ოპერაციის ხარჯები სრულად აუნაზღაურა.