ინგლისში, გლოსტერშირის საგრაფოს ერთ-ერთ რესტორანში 2-მეტრიანი სენდვიჩების გაყიდვა დაიწყეს. ამის შესახებ Fox News-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, ბუტერბროდი შეფ-მზარეულმა იტან როჯერსმა გამოიგონა მათთვის, ვისაც ერთად სადილი და ამასთან სოციალური დისტანციის დაცვა უნდა. მან თავის ქმნილებას Back to Work Baguette (ბაგეტი „სამსახურში დაბრუნება“) დაარქვა.
სენდვიჩი 2 ადამიანზეა გათვლილი, მისი ღირებულება კი დაახლოებით 25 დოლარია. პანდემიის გამო ბრიტანეთში რესტორნები ჯერ არ გახსნილა, თუმცა დაწესებულებები მიტანის სერვისის ფორმატში მუშაობენ.