ცნობილ ინგლისელ მწერალს, ჯოან როულინგს ტრანსფობიასა და რასიზმში ადანაშაულებენ. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კრიტიკა მწერლის ტვიტს მოჰყვა, რომელშიც მან ერთ-ერთ სტატიაზე გამოთქვა კომენტარი. საუბარი გამოცემა Devex-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაზე, სათაურით: „პანდემიის შემდეგ უფრო სამართლიანი სამყარო უნდა შევქმნათ ადამიანებისთვის, რომლებსაც მენსტრუაცია აქვთ.
„ადამიანები, რომლებსაც მენსტრუაცია აქვთ. დარწმუნებული ვარ, მათ აღსანიშნავად რაღაც სიტყვა არსებობდა. ვინმე დამეხმარეთ“, - დაწერა როულინგმა.
მოგვიანებით მწერალმა კიდევ ერთი ტვიტი გამოაქვეყნა, რომელშიც სქესთან მიმართ თავისი აზრი განმარტა.
„თუ სქესი არარეალურია, ესე იგი ერთნაირსქესიანთა სიყვარული არ არსებობს. თუ სქესი არარეალურია, მსოფლიოს მასშტაბით ქალების რეალობა წაშლილია. ვიცნობ და მიყვარს ტრანსგენდერი ადამიანები, მაგრამ სქესის კონცეფციის წაშლა ბევრს საკუთარი ცხოვრების აზრიანად განხილვის საშუალებას ართმევს. სიმართლის თქმა სიძულვილი არ არის“, - განმარტა როულინგმა.
მწერლის მოსაზრებამ ბევრი კრიტიკა დაიმსახურა. ინტერნეტ-მომხმარებლებმა აღნიშნეს, რომ მენსტურაცია ტრანსგენდერების ნაწილსაც აქვს. მათ ასევე მიიჩნიეს, რომ როულინგი რანსფობიური იდეების პოპულარიზაციას ახდენს.