მადონა რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე ყავარჯნებით მივიდა

მადონა რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე ყავარჯნებით მივიდა

პოპის დედოფალი მადონა ლონდონში მოძრაობა Black Lives Matter-ის აქციას შეუერთდა და რასიზმის საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე ყავარჯნებით მივიდა. ამის შესახებ Just Jared-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 61 წლის მომღერალი ყავარჯნებს მას შემდეგ იყენებს, რაც შარშან მუხლი დაიზიანა.

მადონა შეუერთდა მათ, ვინც პოლიციის ძალადობის მსხვერპლებისთვის სამართლიანობას ითხოვს და სკანდირებდა: „სამართლიანობის გარეშე მშვიდობა არ იქნება“.

აშშ-სა და მთელს მსოფლიოში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.