უცხოეთიდან გადმოყვანილი საქართველოს სამი მოქალაქე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

უცხოეთიდან გადმოყვანილი საქართველოს სამი მოქალაქე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

საქართველოს სამი მოქალაქე, რომლებსაც კორონავირუსი საზღვარგარეთ დაუდგინდათ და უცხოეთიდან სამკურნალოდ სამშობლოში გადმოიყვანეს, გამოჯანმრთელდნენ და უკვე გაწერეს კლინიკიდან.

ამის შესახებ „პრაიმტაიმს" ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განუცხადა.

„აღნიშნული სამი პაციენტი შემოყვანილი იყვნენ უცხოეთიდან, მათ იქ დაუდგინდათ კორონავიურისი და შესაბამისად მათთვის ცალკე გრაფა იყო გამოყოფილი stopcov.ge-ზე. ისინი უკვე გამოჯანმრთელდნენ და გაეწერნენ ბინაზე და გადავიდნენ სახლის პირობებში იზოლაციაში", - გვითხრა ალექსანდრე გოგინავამ.