მე­უღ­ლე და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა - ვინ იყო ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელიც დენის დარტყმის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა

მე­უღ­ლე და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა - ვინ იყო ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელიც დენის დარტყმის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა

ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტი, რო­მე­ლიც ნუ­ცუ­ბი­ძის პლა­ტო­ზე დე­ნის დარ­ტყმის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა, 39 წლის საიბ გე­ი­და­რო­ვია. იგი წარ­მო­შო­ბით მარ­ნე­უ­ლი­დან იყო და თბი­ლის­ში შსს-ს სა­ექ­სპერ­ტო კრი­მი­ნა­ლის­ტურ დე­პარ­ტა­მენ­ტში მუ­შა­ობ­და.

მას შემ­დეგ, რაც მარ­ნე­უ­ლი სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნად გა­მო­ცხად­და, გე­ი­და­როვ­მა მუ­შა­ო­ბა იქ გა­აგ­რძე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი თით­ქმის 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და პო­ლი­ცი­ე­ლებს და ად­გი­ლობ­რი­ვებ­ზე ზრუ­ნავ­და. ეხმარებოდა პირველ რიგში მოქალაქეებს, რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინათ და მათივე უსაფრთხოებისთვის ქალაქიდან არ გასულიყვნენ.

„დავდივარ შემთხვევებზე და ასევე ვეხმარები ადგილობრივ პოლიციას", - ამბობდა საიდ გეიდაროვი.

მას მე­უღ­ლე და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა.როდესაც მარნეულის მუნიციპალიტეტი კარანტინის ზონაში მოექცა.

ცნო­ბის­თვის, ამა­შუ­კე­ლის ქუ­ჩა­ზე, სა­დაც გაზ­გა­სა­მართ სად­გურ­ზე რამ­დე­ნი­მე დღის წინ აფეთ­ქე­ბა იყო, ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტი შე­სა­მოწ­მებ­ლად იყო მი­სუ­ლი, რა დრო­საც დენ­მა და­არ­ტყა. მა­მა­კა­ცი კლი­ნი­კა­ში უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. იგი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და დღეს გარ­და­იც­ვა­ლა.

Katana ღმერთმა აცხონოს!.. ძალიან დასანანია ასეთი კარგი ახალგაზრდა კაცის დაღუპვა მისი ოჯახისთვისაც და ქვეყნისთვისაც, მაგრამ... ექსპერტს დენმა არ უნდა დაარტყას! - არსებობს უამრავი ტექნიკური საშუალება საიმისოდ, რომ დენმა ვერ დაგარტყას!
3 წლის უკან