„ვნახოთ რა კომერციული ინტერესი იქნება“ - გიორგი გახარია ქუთაისის პარლამენტის გაყიდვას აპირებს

„ვნახოთ რა კომერციული ინტერესი იქნება“ - გიორგი გახარია ქუთაისის პარლამენტის გაყიდვას აპირებს

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, სწრაფად უნდა გადაიდგას ნაბიჯები და მთავრობა ეცდება, რომ ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობას კომერციული ინტერესი უპოვონ. ამ თემაზე გახარიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"ჩვენ ვეცდებით და გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯს, ვუპოვოთ ამ შენობას თუ გამოვლინდება რაიმე კომერციული ინტერესი. პანდემიამდე იყო რამდენიმე შემოთავაზება საკმაოდ ეფექტური. საპოლიციო ჰაბამდე სანამ მივალთ, ეს პროექტი უკვე არსებობს, მაგრამ ამ პროექტს თავისი დაფინანსება სჭირდებოდა, ნაწილობრივ ეს რესურსები მოსაძებნია, ჰაბიც განიხილება საპოლიციო, მაგრამ პირველი ნაბიჯი ყველაზე ლოგიკური რაც იქნება ამ შენობის გატენდერებაა", - თქვა გიორგი გახარიამ.