პრინცმა უილიამმა აღიარა, რომ პანდემიისას ადამიანებს ანონიმური მესიჯებით ამხნევებდა

პრინცმა უილიამმა აღიარა, რომ პანდემიისას ადამიანებს ანონიმური მესიჯებით ამხნევებდა

პრინცი უილიამი გამოტყდა, რომ მსოფლიო პანდემიისას მოხალისედ მუშაობდა საქველმოქმედო ორგანიზაციაში Shout-ი, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს წერილობით უწევდა კონსულტაციებსა და დახმარებას, - ამის შესახებ BBC წერს.

როგორც პრინცი აცხადებს, მოხალისედ მუშაობამდე შესაბამისი კურსი გაიარა, თუ როგორ დახმარებოდა ადამიანებს, რომელთაც მსოფლიო პანდემიის დროს ფსიქიკური პრობლემები შეექმნათ ან გაუმწვავდათ.

როგორც ცნობილია, ის ორგანიზაციის პლატფორმაზე ფსევდონიმით იყო დარეგისტრირებული და ანონიმურად ეხმარებოდა ადამიანებს.