ამერიკელმა მეცნიერებმა მექსიკაში მაიას ცივილიზაციის უძველესი და უდიდესი კომპლექსი აღმოაჩინეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ჯუნგლებში მიწისქვეშ მოქცეული ნაქალაქევი LiDAR Technology-ს სკანერების მეშვეობით აღმოაჩინეს. არქეოლოგებმა 21 ცერემონიალური კომპლექსი იპოვეს. ისინი მაიას აქამდე ცნობილი სტრუქტურებისგან განსხვავდება და ძველი წელთაღრიცხვით 750 წლით თარიღდება. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ადამიანებმა კომპლექსები ამავე პერიოდში მიატოვეს, ამის მიზეზი კი სავარაუდოდ კლიმატის ცვლილება გახდა.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ახალი აღმოჩენა მაიას ცივილიზაციის შესახებ მეტ ინფორმაციას მისცემს.