კახა კალაძე:  ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც არეულობის შემოტანის მცდელობა ჰქონდა და არ გამოუვიდა

კახა კალაძე:  ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც არეულობის შემოტანის მცდელობა ჰქონდა და არ გამოუვიდა

არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც ჰქონდა მცდელობა არეულობა შემოეტანა და არ გამოუვიდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვარკეთილში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით,შსს თუ ჩათვლის, რომ იქ იყო რაიმე ძალადობრივი ქმედება ან ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს.

„იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც ჰქონდა მცდელობა არეულობა შემოეტანა და ჩაეშალა მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც იყო ახალი სარეკრეაციო ზონის პროექტის დასრულება. მათ ეს არ გამოუვიდათ. არანაირი ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა.

სარჩელის შეტანა მათი უფლებაა, შსს თუ ჩათვლის, რომ იქ იყო რაიმე ძალადობრივი ქმედება ან ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა მსგავსი ფაქტი არ ყოფილა.

სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, რადგან არ გამოუვიდა პროვოკაცია და მინდა, საჩუქრად გადავცე ამ პიროვნებას მაისური, რომელიც გამოადგება. საკმაოდ საინტერესოა. ორი მაისური გვაქვს ასეთი. ერთს გადავცემთ მას, მეორეს – მთავარ არხს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Katana . . ამ სექტის წევრებს თითქოს გამუდმებით ღამის ქოთნები დააქვთ თან: სადაც კი გაივლიან, რასაც კი გაეკარებიან, ყველაფერი უნდა გასვარონ და ააყროლონ!..
ვნახე ვიდეო: მშვენიერი პარკი გაუკეთებია მერიას ვარკეთილში, დღემდე რომ მსგავსი არ ყოფილა, ისეთი! ..
გახარებული ხსნის კალაძე, გახარებულია მოსახლეობა...
მესმის, რომ არ იზიარებთ ამ სიხარულს - გწყინთ, რამე თუ კეთდება... მაგრამ ხომ შეიძლება შინ ეგდოთ დაბოღმილები?!
რა გინდათ, რას მიეჭერით, რა პროვოკაციებს უწყობთ, თქვე კეთილმოწყობილებო და რა საჩივრებით დარბიხართ მერე - მაისური შემომახია მერმაო?!
3 წლის უკან
Katana . tv 1-ის რეპორტაჟი, მყვირალა და ჩიქორთული სათაურით:
"კახა კალაძე ცოტახანში დაკითხვაზე დაიბარებენ-პირველად საქართველოს ისტორიაში, თბილისის მერმა მოქალაქეს ათეულობით ადამიანის თვალწინ პიზკურად გაუსწორდა"

ვნახე: ამ იდიოტური გაწევ-გამოწევის არც ერთ კადრში კალაძე არ ჩანს!!!

ვიღაც ტუტუცი რეპორტიორი გოგო კი გვარწმუნებს, - საქართველოს ისტორიაში პირველად (sic!), თბილისის მერი ფიზიკურად გაუსწორდა მოქალაქეებსო! :))

მოკლედ, სიტყვა "ჟურნალისტი" ბინძურის, ყველაფრის მკადრებლის სინონიმად აქცია ჟურნალისტების ამ თაობამ!
3 წლის უკან