კახა კალაძე ოპოზიციური პარტიების მოლაპარაკებებზე: კინო ახლა იწყება

კახა კალაძე ოპოზიციური პარტიების მოლაპარაკებებზე: კინო ახლა იწყება

ყველანი გავერთობით, კინო ახლა იწყება, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ კითხვას ოპოზიციურ პარტიებს შორის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ.

„მოლოდინი არის ის, რომ საკმაოდ საინტერესო პროცესები იქნება, ყველანი გავერთობით. კინო ახლა იწყება,“ - განაცხადა კალაძემ.

რამდენიმე დღის წინ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დათმობაზე უნდა წავიდეს. ანალოგიურად ფიქრობს „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილიც.