ქართველი ექიმების დაპირისპირება გრძელდება - „რეგვნები“თქვენსკენ მოიკითხეთ!

ქართველი ექიმების დაპირისპირება გრძელდება - „რეგვნები“თქვენსკენ მოიკითხეთ!"

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე ჯანმო-ს გადაწყვეტილებას „Solidarity” კვლევაში ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილის) დაბრუნებას ეხმაურება.

ცერცვაძე მის მიერ გავრცელებული განცხადების ერთ-ერთი ნაწილით ექიმ რევაზ ბოჭორიშვილს პასუხობს. ინფექციონისტს კოვიდ 19-თან ბრძოლაში საფრანგეთისა და საქართველოს შედეგების სტატისტიკა მოჰყავს:

„მინდა ვუპასუხო ბ-ნ რევაზ ბოჭორიშვილს, რომელიც იმედს იტოვებს, რომ ეს „სკანდალი არ ნიშნავს ჰიდროქსიქლოროქინის სრულ და საბოლოო რეაბილიტაციას“, ხოლო თავის 24 აპრილის პოსტში „სიმართლე ხომ მთავარია, არა?“ - აღწერს, თუ რამდენად წარმატებულია ყველა კომპონენტში საფრანგეთში COVID-19-ის კრიზისის მართვის პროცესი საქართველოსთან შედარებით და რომ საფრანგეთში ბატონი მაკრონი და სხვა პასუხისმგებელი პირები არ ამცირებენ ექიმებს თავისი უკიდურესად „რეგვენული მოთხოვნებით“.

ბატონო რევაზ! თქვენი ფრანგული პატრიოტიზმი და ქართული პოლიტიკური ორიენტაცია სავსებით გასაგებია, მაგრამ მაინც გვინდა მოკრძალებით შეგახსენოთ, რომ საქართველოში COVID-19-ით ავადმყოფებში სიკვდილობა 1,6%-ია, ხოლო საფრანგეთში - 19% (ყველაზე მაღალი მსოფლიოში). საქართველოში ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე 3,3 COVID-19-ით გარდაცვლილია, ხოლო საფრანგეთში 440, ანუ 133-ჯერ მეტი. ხოლო რაც შეეხება „რეგვნებს“, სჯობს თქვენსკენ მოიკითხოთ“, - აღნიშნულია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.

Aburjga Tasmanieli ახლა ამ რევაზ ბოჭორიშვილს არ უნდა ამოაჭრა ენა და დაასხა თავს ლაფი?! ეს უტიფრები ვინ არიან კაცო?! მტერი მივიდა ამასთან სამკურნალოდ! ეს რა უბედურებაა??!!
3 წლის უკან
Katana . ჩვენი ექიმების მოთხოვნები რომ "დამამცირებელი და რეგვნული" ეჩვენებათ, იმიტომაც აქვთ დედა ნატირები და მართლა რეგვენი უნდა იყო, ამას რომ ვერ მიხვდე!
(სომხეთის ჯანდაცვის მინისტრისა არ იყოს - შედეგები კი გაქვთ კარგი, მაგრამ მეთოდოლოგია არ გივარგათო! :))))
3 წლის უკან