გონიოში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად პროსტიტუციის ბიზნესში ჩართული ორგანიზებული ჯგუფი დააკავეს(VIDEO)

გონიოში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად პროსტიტუციის ბიზნესში ჩართული ორგანიზებული ჯგუფი დააკავეს(VIDEO)

გონიოში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად პროსტიტუციის ბიზნესში ჩართული ორგანიზებული ჯგუფი დააკავეს. გვიან ღამით ჩატარებული ოპერაციის შედეგად, სასტუმრო "ოცნებიდან" სამართალდამცველებმა 20-მდე ქალი და რამდენიმე მამაკაცი აიყვანეს. მათგან 5 დააკავეს და ხელვაჩაურის რაიონის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. დაკავებულთაგან 2 ქალი საქართველოს მოქალაქეა, მამაკაცები კი თურქეთის მოქალაქეები არიან. საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს.