გიორგი გახარია: მთავრობის ხელმძღვანელი ვიქნები თუ ფერმერი, ჩემს გასაკეთებელს ყველგან გავაკეთებ

გიორგი გახარია: მთავრობის ხელმძღვანელი ვიქნები თუ ფერმერი, ჩემს გასაკეთებელს ყველგან გავაკეთებ

„მთავრობის ხელმძღვანელი ვიქნები თუ ფერმერი, ჩემს გასაკეთებელს ყველგან გავაკეთებ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ქუთაისში, ტურიზმის სექტორთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, როდესაც თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

იქნება თუ არა ისევ პრემიერი 20 ივნისს, გიორგი გახარიამ დადებითი პასუხი გასცა.

„საბოლოო ჯამში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პერსონალურად ჩემთვის, სად ვიქნები. მთავრობაში ვიქები, მთავრობის ხელმძღვანელი ვიქნები თუ ფერმერი, ჩემს გასაკეთებელს ყველგან გავაკეთებ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.