კახა კალაძე ოპოზიციაზე:  საკმაოდ საინტერესო პროცესები იქნება, გავერთობით, კინო აწი იწყება

კახა კალაძე ოპოზიციაზე:  საკმაოდ საინტერესო პროცესები იქნება, გავერთობით, კინო აწი იწყება

საკმაოდ საინტერესო პროცესები იქნება, გავერთობით, კინო აწი იწყება, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ საერთო კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით და იმის შესახებ, რომ ისინი ვერ თანხმდებიან.

ამასთან, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვლება და არჩევნები ჩატარდება იმ სისტემით, რაზეც მოხდა შეთანხება.

„ჩემი მოლოდინი არის ის, რომ პარლამენტში საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს ამ საარჩევნო სისტემის ცვლილებას, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ზოგადად ქვეყნისთვის, არსებული პოლიტიკური მდგომარეობისთვის. მგონია, რომ ჩვენ, ყველა მოვახერხებთ საარჩევნო სისტემის ცვლილებას და არჩევნები ჩატარდება იმ შემოთავაზებული სისტემით, რაზეც მოხდა შეთანხება“, – განაცხადა კახა კალაძემ.