რომან გოცირიძე: დახურულ კარს მიღმა შეხვედრა ისეთივეა, როგორც დახურული სახით თქვენ წინაშე წარდგენა

რომან გოცირიძე: დახურულ კარს მიღმა შეხვედრა ისეთივეა, როგორც დახურული სახით თქვენ წინაშე წარდგენა

ძალიან უცნაურ ფორმატში იმართება შეხვედრა. დახურულ კარს მიღმა შეხვედრა ისეთივეა როგორც დახურული სახით თქვენ წინაშე წარდგენა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ პარლამენტში ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას დახურული მოსმენის თაობაზე საუბრისას განაცხადა.

„ხელისუფლებას არ უნდა, საზოგადოებამ გაიგოს მათი წარუმატებლობა და ამიტომ ხურავენ კარს.

ჩემი მთავარი კითხვა ერთია - რატომ ჩააგდო „ქართულმა ოცნებამ“ ამ სავალალო მდგომარეობაში ქვეყნის ეკონომიკა“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ეკონომიკის მინისტრი პარლამენტშია. ნათია თურნავა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრებს სამუშაო ფორმატში ხვდება. შეხვედრა მედიისთვის დახურულია.