გიორგი გახარია პოსტის შესაძლო დატოვებაზე ჟურნალისტებს: იმუნიტეტი შემძინეთ, არანაირი რეაქცია ამაზე აღარ მაქვს, იმდენჯერ იყო ეს კითხვა დასმული!

გიორგი გახარია პოსტის შესაძლო დატოვებაზე ჟურნალისტებს: იმუნიტეტი შემძინეთ, არანაირი რეაქცია ამაზე აღარ მაქვს, იმდენჯერ იყო ეს კითხვა დასმული!

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პოსტიდან შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

„დიახ, ვიქნები“, - ასე უპასუხა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, იქნება თუ არა “გავრილოვის ღამიდან“ ერთი წლის თავზე პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

პრემიერის თქმით, პირადად მისთვის მნიშვნელობა არ აქვს სად იქნება, თუმცა პოსტის დატოვების თაობაზე ინფორმაცია იმდენჯერ გავრცელდა, რომ „ამაზე რეაქცია აღარ აქვს“.

„დიახ, ვიქნები. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის მიერ და რა მიზნით არის ეს გავრცელებული. მე მინდა, თქვენ მადლობა გითხრათ - იმუნიტეტი შემძინეთ, არანაირი რეაქცია ამაზე აღარ მაქვს, იმდენჯერ იყო ეს კითხვა დასმული. საბოლოო ჯამში კონცეპტუალურად, არანაირი აზრი არ აქვს პერსონალურად ჩემთვის, სად ვიქნები, რეალურად მთავრობაში ვიქნები, მთავრობის ხელმძღვანელი ვიქნები თუ ფერმერი ვიქნები, მე ჩემს გასაკეთელებს ყველგან გავაკეთებ.

უკიდურესად მნიშვნელოვანია და პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმით, რასაც ვაკეთებ და საიდანაც ვაკეთებ, ამიტომ ვამბობ, რომ 20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება.

არჩევნები ხომ შემოდგომაზეა? მერე ერთხელ ხომ გითხარით, შემოდგომაზე დავითვლით-მეთქი და შემდგომაზე დავითვლით”, - განაცხადა პრემიერმა.