ამერიკელი რეპერის ტრევის სკოტის და რეალითი შოუს Keeping Up With The Kardashians-ის ვარსკვლავის კაილი ჯენერის პირადი ცხოვრება ყოველთვის იყო უცხოური გამოცემების და ტაბლოიდების განხილვის საგანი, რადგან წყვილმა ურთიერთობის შეწყვეტასა და აღდგენაზე ბევრჯერ გაავრცელეს ინფორმაცია.
უცხოური გამოცემები იუწყებიან, რომ წყვილი კარანტინს ერთად ატარებს და ქალიშვილის მოვლაშიც ერთობლივად არიან ჩართულები, ამიტომაც ისინი ურთიერთობის აღდგენასა და შერიგებას ფიქრობენ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ კაილიმ სოციალური ქსელის საშუალებით ოფიციალურად დაადასტურა, რომ თვითიზოლაციაში ტრევისთან ერთად იმყოფებოდა.