30 წლის ამერიკელი მსახიობი და მომღერალი ლუსი ჰეილი პაპარაცებმა ლოს ანჯელესის ქუჩებში დააფიქსირეს.
თვითიზოლაციაში მყოფმა ვარსკვლავმა სახლის დატოვება და საყვარელ ოთხფეხა მეგობართან ერთად გასეირნება გადაწყვიტა.
ლუსი და პატარა ელვისი ბევერლი ჰილში ხშირად სეირნობენ, მსახიობი ჯანსაღი ცხოვრების წესს არ ივიწყებს და ხშირად მასთან ერთად ვარჯიშობს ხოლმე.
რამდენიმე დღის წინ ლუსი მშვიდობიან აქციას დაესწრო, რომელიც ჯორჯ ფლოიდის სასტიკი მკვლელობის და სამართლიანობის მოთხოვნის გამო გაიმართა, ვარსკვლავმა მომხდარის შესახებ მწუხარება სოციალური ქსელის საშუალებითაც გამოთქვა.