როკ-ჯგუფ Sweet-ის ბასისტი სტივ პრისტი გარდაიცვალა

როკ-ჯგუფ Sweet-ის ბასისტი სტივ პრისტი გარდაიცვალა

ბრიტანული როკ-ჯგუფ Sweet-ის ბასისტი სტივ პრისტი გარდაიცვალა. ის 72 წლისა იყო. გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ამის შესახებ Guardian-ი წერს.

პრისტი ჯგუფს 1968 წელს, ჩამოყალიბებისთანავე შეურთდა. Sweet-ი 1982 წელს დაიშალა. არსებობის პერიოდში კოლექტივმა 10-ზე მეტი ალბომი გამოუშვა. 2008 წელს პრისტმა ჯგუფის ახალი ვერსია შექმნა, რომელმაც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში რამდენიმე ტურნე გამართა.