ინდოელმა წამყვანმა შეყვარებულისგან ქორწინებაზე უარის მიღების შემდეგ თავი მოიკლა

ინდოელმა წამყვანმა შეყვარებულისგან ქორწინებაზე უარის მიღების შემდეგ თავი მოიკლა

ინდოეთის ქალაქ ბანლაგორში მცხოვრებმა ტელეწამყვანმა თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც შეყვარებულმა მასზე დაქორწინებაზე უარი თქვა. ამის შესახებ Deccan Herald-ი წერს.

29 წლის ჩანდანამ სუიციდამდე ვიდეო ჩაწერა, რომელიც 28 მაისს თავის შეყვარებულს, მშობლებსა და რამდენიმე მეგობარს გაუგზავნა.

ვიდეოს მიღების შემდეგ გოგოს მშობლები მის მეზობელს დაუკავშირდნენ. ჩანდანა საავადამყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 30 მაისს ის გარდაიცვალა.

გარდაცვლილის მამამ პოლიციაში შვილის შეყვარებულის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მისი თქმით, წყვილი 5 წელია ერთადაა. ის ჩანდანას დაქორწინებას დაპირდა, თუმცა ბოლო პერიოდში გოგოს გაურბოდა.