ყაზმუნაიგაზი თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანიაში მართვის სადავეების დაბრუნებას ითხოვს(VIDEO)

ყაზმუნაიგაზი თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანიაში მართვის სადავეების დაბრუნებას ითხოვს(VIDEO)

ყაზმუნაიგაზი თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანიაში მართვის სადავეების დაბრუნებას ითხოვს. ყოფილ ხელისუფლებასთან 4 წლიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ ყაზახურ კორპორაციას საკუთრებაზე უფლების აღდგენა ახალ მთავრობასთან მოლაპარაკებით სურს. პრობლემა დავალიანებაა, რომელიც ყაზახ ინვესტორს 2009 წლამდე გაზის მომწოდებელთან დაუგროვდა. დღემდე ყაზტრანსგაზს მარეგულირებელი კომისიის მიერ დანიშნული დროებითი მმართველი განაგებს, რომელსაც კუთვნილი 40 მილიონი დოლარი 1 წელიწადში უნდა ამოეღო. ვადა 4 წლამდე ისე გაიზარდა, რომ ყაზახი ინვესტორის ინტერესები ბოლომდე იგნორირებული დარჩა. პრობლემა დღემდე არ მოგვარებულა.