„როიტერი“:  დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შესაძლოა, ჩინური ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავების ფრენა აკრძალოს

„როიტერი“:  დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შესაძლოა, ჩინური ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავების ფრენა აკრძალოს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შესაძლოა, ჩინური ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავების აშშ-ის მიმართულებით ფრენა აკრძალოს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ბრძანება ძალაში სავარაუდოდ ივნისის შუა რიცხვებში შევა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება ჩინეთის მხრიდან ფრენების აღდგენის თაობაზე მიღებული შეთანხმების დარღვევების საპასუხოდ მიიღო.

ტრამპის ადმინისტრაციამ 22 მაისს ჩინეთის მთავრობა დაადანაშაულა, რომ ისინი არ აძლევდნენ აშშ-ის ავიახაზებს ფრენების აღდგენის საშუალებას და ოთხ ჩინურ ავიაკომპანიას მოუწოდეს, აშშ-სთან ფრენების ცხრილი აღედგინათ. დიდი ალბათობით, ადმინისტრაცია შეზღუდვებს ჩარტერულ ფრენებზეც დააწესებს.