ნარიმანოვის ნაცვლად ერეკლე მეფის ძეგლი – ეპისკოპოსის ხმაურიანი ინიციატივა

ნარიმანოვის ნაცვლად ერეკლე მეფის ძეგლი – ეპისკოპოსის ხმაურიანი ინიციატივა

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მარნეულის რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას ინიციატივით მიმართავს.

როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ეპისკოპოსი, ნარიმანოვის ძეგლის ნაცვლად ერეკლე მეორეს ძეგლის დადგმას ითხოვს.

„მივმართავ მარნეულის რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას, როგორც ქართველებს ისე აზერბაიჯანელ დებსა და ძმებს, გამოვდივარ ინიციატივით: საბჭოთა იდეოლოგიის, წითელი პირსისხლიანი კომისრის, ნ.ნარიმანოვის ძეგლის ნაცვლად დაიდგას ჩვენი ეროვნული გმირის, აზერბაიჯანელი თანამემამულის, ხუდიასა და ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორის ძეგლი, როგორც ქართულ-აზერბაიჯანული ძმობის, სიმტკიცის და ერთობის სიმბოლო. 03.06.2020 გიორგი,- ეპისკოპოსი მარნეულისა და ჰუჯაბისა.“- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლს, რომელიც მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე, კულტურის სახლის სკვერში დგას ქალაქ მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა რესტავრაცია საკუთარი ინიციატივით გაუკეთა,

ამის შემდეგ, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგიმ (ჯამდელიანი) 24 მაისს საკვირაო ქადაგების დროს ისაუბრა და თქვა რომ ქალაქის მერმა ძეგლის რესტავრაციის ნაცვლად მისი დემონტაჟი უნდა მოახდინოს.

Katana . ნარიმან კერბალაი ნაჯაფ ოღლუ ნარიმანოვი (1870 -1925)

"...იყო აზერბაიჯანის ბოლშევიკური ოკუპაციის ერთ-ერთი ინიციატორი!
1920 წლის აპრილში ბაქოს ბოლშევიკური ოკუპაციის დროს იყო აზერბაიჯანის რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე." (ვიკიპედია)

მოკლედ, როგორც ჩვენი სერგო!
ჰო და, აზერბაიჯანში თუ უდგათ სერგო ორჯონიკიძის ძეგლი, მაშინ იდგეს ეგეც.
თუ არადა - წაიღონ!
იახში?
3 წლის უკან