დემოკრატების პრაიმერიზში კვლავ ჯო ბაიდენი ლიდერობს

დემოკრატების პრაიმერიზში კვლავ ჯო ბაიდენი ლიდერობს

ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 8 შტატსა და კოლუმბიის ოლქში ჩატარებული პრაიმერიზის შედეგების მიხედვით, დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატების მარათონში კვლავ ლიდერია, - ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ რუსული რედაქცია წერს. სამშაბათს ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით, ბაიდენის კანდიდატურას მხარს უჭერენ: მერილენდის, მონტანას, ნიუ-მექსიკოს, სამხრეთ დაკოტას, ინდიანას, პენსილვანიის და როდ-აილენდის დელეგატთა უმრავლესობა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 96 დელეგატიანი მერილენდის მოგება, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია გამარჯვებისთვის აუცილებელი 1191 ხმის მოსაგროვებლად. ჯერჯერობით უცნობია აიდაჰოს შტატისა და კოლუმბიის ოლქის შედეგები. რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში უკონკურენტოდ ლიდერობს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი .

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 2020 წლის 3 ნოემბერს ჩატარდება.