მამუკა მდინარაძე: კრიზისული მენეჯმენტი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ ძლიერი მხარე

მამუკა მდინარაძე: კრიზისული მენეჯმენტი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ ძლიერი მხარე

„ერთ-ერთი მთავარი ღერძი წარმატებისა, რაც პანდემიასთან ბრძოლის პირველ ეტაპზე გვაქვს, არის ხელისუფლების სწორი მენეჯმენტი. ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს დემოკარატიული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სწორ მენეჯმენტს და განსაკუთრებით კრიზისული მენეჯმენტი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძლიერი მხარე. მოქალაქემ იგრძნო, რომ ამ ქვეყანას ყავს პატრონი, რომელიც კი არ ძალადობს ადამიანებზე, არამედ ყავს მზრუნველი ხელისუფალი“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი -2“-ის ეთერში განაცხადა.

მამუკა მდინარაძეის განცხადებით, ოპოზიციის განცხადებების მიუხხედავად, ხალხის განწყობა გაზომვადია და ნათელია. მისივე თქმით, რეიტინგები ყველაფერზე მეტყველებს და ხელისუფლების მოლოდინი არის ისეთი, როგორიცაა რეალური განწყობა საზოგადოებაში და რასაც სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს.

„ერთია ოპოზიცია და მეორეა ჩვენ რას გავაკეთებთ, მათ შორის საარჩევნოდ. როგორ დემოკრატიულად ჩავატარებთ არჩევნებს და როგორ ავსახავთ იმ რეალურ რეიტინგებს და ხალხის განწყობებს, თუნდაც სუბიექტურად „ქართული ოცნების“ გადასახადიდან და რაც უფრო მთავარია, ქვეყნის და მოქალაქის გადასახედიდან. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. იმიტომ რომ დღეს ჩვენ ხელისუფლებაში ვართ.

ჩვენი რეიტინგი არის მინიმუმ 55 პროცენტი. თქვენ ნახეთ, რომ ბოლო კვლევებში 9 პროცენტი გადაუწყვეტელი იყო და სრულ ალოკაციას თუ გავაკეთებთ უკვე ჩვენს პარტიულ მონაცემებსც დაემთხვევა.

​თუ ვინმე თვლის, რომ ნაცმოძრაობასთან სხვადასხვა პარტიის გაერთიანებით ეს პროცენტები დაემატება ერთმანეთს, ეს არის უდიდესი შეცდომა, იმიტომ, რომ ნაცმოძრაობასთან ერთად ვინც დააპირებს პოზიციონირებას და გამოვა არჩევნებში, იმას, ნაცმოძრაობის „რეკორდული“ 12 პროცენტიანი მაჩვენებელი შეირწყავს, იმიტომ, რომ საზოგადოებამ კარგად იცის რომელი პარტია რა სტილით გამოირჩევა, მათ შორის, წარსულიდან და თუნდაც დღევანდელობიდან გამომდინარე და მექანიკურად ეს პროცენტები ერთმანეთს არ დაემატება“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Borisi Sul kamats ro undebit nacebma ra gaaketes iman ra qna aman ra qna am dros xalxma ra qnan gaviget ar gaaketes mere tqven aketet axla me xelosani ro var da banktan ar maq sheexeba arcertnairi daxmareba ro ar mekutvnis me ravqna amixsenit erti amaze vin ifiqrebs vis mivmarto chemnair ramdenia kide ravqna mipasuxebt axla
3 წლის უკან