31 წლის მოდელი სოფია რიჩი და 37 წლის ვარსკვლავი სკოტ დისიკი ერთმანეთს 3 წლის განმავლობაშ ხვდებოდნენ. სკოტი კორტნი კარდაშიანის ყოფილი მეუღლეა და მათ ერთად სამი შილი ჰყავთ, თუმცა ეს არასოდეს უშლიდა მის სოფიასთან ურთიერთობას, მეტიც მოდელს სკოტის შვილებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა, ის რამდენჯერმე რეალითი შოუში, Keeping Up With The Kardashians-შიც გამოჩნდა, სადაც სკოტი ფაქტობრივად ყოველთვის იღებს მონაწილეობას. თუმცა ცოტახნის წინ გავრცელდა იფრომაცია, რომ სკოტმა და სოფიამ ურთიერთობა დაასრულეს.
ურთიერთობის დასრულებასთან დაკავშირებით სოფიამ კომენტარი Cosmopolitan U.K.-სთან გააკეთა. მან განაცხადა, რომ მისთვის ძალიან რთულია ნეგატიური საუბრების ფონზე ჰქონდეს ჯანსაღი ურთიერთობა. „ჩემთვის ხალხის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მიჭირს ვიყო ურთიერთობაში, რომელიც ასეთი ნათელია ყველასთვის. ყველას შეუძლია თვალის დევნება თუ რას ვაკეთებ, როგორ ვაკეთებ და ჩემთვის ეს ძალიან რთულია, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება პოპულარულ ოჯახში ვიზრდებოდი“- აცხადებს სოფია.
მოდელმა აღნიშნა,რომ ის მთელი ცხოვრება მისი მამის, ლიონელ რიჩის ჩრდილქვეშ იზრდებოდა, ახლა კი ყველამ სკოტის შეყვარებულის სახელით გაიცნო. მოდელი აცხადებს, რომ 2020 წელს ის გეგმავს რაიმე ახალი შექმნას, რითიც თავად გაითქვამს სახელს.