ცნობილი რუსი მარინისტის, ივან აივაზოვსკის ტილო „ნეაპოლის ყურე“ Sotheby's აუქციონის ტოპ-ლოტი გახდა.
1878 წელს შესრულებული პეიზაჟი 2 295 000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. ლოტის საწყისი ღირებულება ორჯერ ნაკლები იყო.
აუქციონზე აივაზოვსკის კიდევ ერთი ნამუშევარი „გემი მთვარის შუქზე“ 435 000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. ტილო 1868 წლით თარიღდება.