თეა წულუკიანი: ახლა ისინი „ჩაიციკლნენ“ რურუაზე, ალბათ იმიტომ, რომ უბრალოდ არ სურთ ეს საარჩევნო რეფორმა

თეა წულუკიანი: ახლა ისინი „ჩაიციკლნენ“ რურუაზე, ალბათ იმიტომ, რომ უბრალოდ არ სურთ ეს საარჩევნო რეფორმა

გიორგი რურუა ოპოზიციისთვის 8 მარტის შეთანხმების ჩაშლის საბაბია და არა მიზეზი, - ამის შესახებ „პოს ტვ-ს“ ეთერში იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციამ უკვე იმაზე მეტი მიიღო, ვიდრე მაგიდასთან იყო შეთანხმებული.

„ახლა ისინი „ჩაიციკლნენ“, როგორც თქვენ ამბობთ, რურუაზე, ალბათ იმიტომ, რომ მათ უბრალოდ არ სურთ ეს საარჩევნო რეფორმა და უფრო მეტიც, შეიძლება მათ საერთოდ არ სურთ არჩევნების ჩატარება 31 ოქტომბერს. იმიტომ რომ 31 ოქტომბერს თუ ისინი დამარცხნენ, და მე ასე მგონია, რომ ძალიან მწარედ დამარცხდებიან, რა იქნება მერე მათთვის? ეს ხომ იქნება ძალიან მძიმე - ფიასკო, კრახი, დასასრული და ა.შ“, - განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, ის იმედიანად უყურებს იმას, რომ დამოუკიდებელი დეპუტატები და „პატრიოტთა ალიანსი“ ცვლილებებს მხარს დაუჭერენ.

ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით 8 მარტს შეთანხმდნენ. თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ თუ გიორგი რურუა არ გათავისუფლდა, ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

Aburjga Tasmanieli ჩვენ ხალხს გვესმის ეს ყველაფერი, რომ რურუაზე ჩაიციკლენ და რატომ ჩაიციკლენ! მაგრამ რურუა თუ უნდა იჯდეს, მაშინ ეს ორიც, გამოშვებული ორი, უნდა ისხდნენ! თან მაგათ ყველას ეშინია რურუასი, რომ არ მიხედონ გამოვა და ცხვირში ძმარად ადენთ იმ არჩევნებს და ყველა სხვა დანარჩენს. ამიტომ "ამათ" ნუ ელაპარაკებით, ნურც სთხოვთ, ნურც უხსნით! წაბრძანდით ან დაპატიჯეთ და მაგათ დასავლელ პატრონებს ელაპარაკეთ, ხუბილიუსს, რიშს, ადამიას (კინზინგერი), კოფეს და ა.შ. თუ წახდა საქმე ვაღიაროთ კოლონიური სტატუსი და თქვენც გადადექით!
4 წლის უკან