გიგა ბოკერიას აზრით, საქართველოს მომავალი პრემიერი „ევროპული საქართველოს“ წევრი უნდა იყოს

გიგა ბოკერიას აზრით, საქართველოს მომავალი პრემიერი „ევროპული საქართველოს“ წევრი უნდა იყოს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას აზრით, საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრი „ევროპული საქართველოს“ წევრი უნდა იყოს.

„ლოგიკურია, რომ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ცალ-ცალკე გადიან არჩევნებზე, თავიანთი ხედვა ჰქონდეთ იმის თაობაზე, რა პერსონებს უკავშირებენ ამა თუ იმ მიმართულებებს. საბოლოოდ, ეს კომპოზიცია იმის მიხედვით შედგება, ვინ რა წონას მოიპოვებს. „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა, რომ ამ კოალიციაში სიმძიმის ცენტრი ჩვენ ვიყოთ, სხვების ამოცანაა, რომ ისინი იყვნენ. ქვეყნის პრემიერი ძლიერი გუნდის ლიდერი უნდა იყოს, უნდა ჰქონდეს ხედვა, ამ ძალიან მძიმე მდგომარეობიდან ქვეყანას როგორ გამოიყვანს, ეკონომიკაში როგორ დასწევს გადასახედებს, როგორ გაუადვილებს ცხოვრებას ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით ამ გამოწვევის დროს, როგორ გადატეხს სასამართლოში იმ მემკვიდრეობას, რომელიც ვერ მოვიშორეთ, როგორ წაიყვანს ქვეყანას თავისუფალი სამყაროსკენ. მოკლედ, ახლა რომ დაგიხასიათოთ როგორი უნდა იყოს, „ევროპული საქართველოს“ წევრი უნდა იყოს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

Maverick დედიშენისამ!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli შენი მეუღლის და ორიოდე მანქურთი ნაძირალას გარდა მხარს არავინ გიჭერთ და შენ უნდა იყო პრემიერი??!!
3 წლის უკან
Katana . რა თქმა უნდა!..
ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე - ნაცმოძრაობის წარმომადგენელი!
ვიცეპრემიერი (კულტურისა და სპორტის კურატორი) - თაკო ჩარკვიანი.
ეკონომიკას ჩაიბარებს კუპონა.
თავდაცვის მინისტრად დააბრუნებენ თინა ხიდაშელს, რომ ბარემ ბოლომდე მიიყვანოს სამხედრო რეფორმა და გააუქმოს ჯარი!
(არ არის გამორიცხული, რამდენიმე დეპუტატი "ქართული ოცნებიდანაც" მოხვდეს პარლამენტში. რაღაც ფრაქციას ისინიც შექნიან ალბათ...).
3 წლის უკან