გიგა ბოკერია: საკვანძოა, ზოგიერთ ოლქში, განსაკუთრებით თბილისში, ერთიანი კანდიდატებით წარდგენა, ვინც ამის წინააღმდეგ მუშაობს, შესაძლოა, ადგილი გვქონდეს სახიფათო პოლიტიკურ სიხარბესთან

გიგა ბოკერია: საკვანძოა, ზოგიერთ ოლქში, განსაკუთრებით თბილისში, ერთიანი კანდიდატებით წარდგენა, ვინც ამის წინააღმდეგ მუშაობს, შესაძლოა, ადგილი გვქონდეს სახიფათო პოლიტიკურ სიხარბესთან

„ნაკლები საფრთხით ივანიშვილის გუნდის დამარცხებას სჭირდება საკვანძო ოლქებში და განსაკუთრებით თბილისში ერთიანი კანდიდატები, მათ შორის ძალიან განსხვავებული პოლიტიკური ძალების მხრიდან“, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გაანცხადა. მისივე თქმით, ამ ტიპის კოორდინაცია საერთო ჯამში ოპოზიციას მატებს ხმებს.

„ვთვლი, რომ საკვანძოა ზოგიერთ ოლქში, განსაკუთრებით თბილისში, კოორდინირება და ერთიანი კანდიდატებით წარდგენა. ეს არის საკვანძო და ვინც ამის წინააღმდეგ მუშაობს ან იმუშავებს, ის ზოგ შემთხვევაში ტაქტიკურად სერიოზულად ცდება და ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, ადგილი გვქონდეს ძალიან სახიფათო პოლიტიკურ სიხარბესთან. ვინ რომელია და ვინ როგორია, ეს მალე გაირკვევა, იმიტომ, რომ ეს დისკუსია ახლა მიმდინარეობს. განსაკუთრებით ურბანულ ცენტრებში ამ ტიპის კოორდინაცია მატებს ხმას ჯამში ოპოზიციას და რისკებს გვიმცირებს მთელ ქვეყანას, რომელიც დაკავშირებულია ივანიშვილის მარცხთან “, - განაცხადა ბოკერიამ.

 

 

Aburjga Tasmanieli მაღალი ღმერთი როგორ გაამარჯვებინებს ამ ყველაფერი ქართულის და ქართელთმოძულე იმპერიალისტების დაქირავებულ მსტოვარს??!!
3 წლის უკან