დავით ახრახაძე: ტრამპი თვათხარიააო ვერ ბედავენ და რატომ ნეტა?

დავით ახრახაძე: ტრამპი თვათხარიააო ვერ ბედავენ და რატომ ნეტა?

აფხაზეთის ომის ვეტერანი დავით ახრახაძე, ამერიკაში განვითარებულ მოვლენებზე სოციალურ ქსელში წერს

"1) ამერიკაში რაც მოხდა უფრო კარგია ვიდრე ცუდი, ამერიკისთვისაც და ჩვენთვისაც.

2) უფრო ჩვენთვის, არ გაუვათ ნაცებს მსგავსი აქ, რაც მათი მთავარი მიზანია. ვეღარ დაიცავს კიზინგერისნაირი კონგრესმენები აწი მათ, აქ რომ რაიმე მსგავსი მოხდეს

3) კარგია იმიტომ რომ მსოფლიოც იცვლება და რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლება

4) ამ მოროდიორებს რომელთაც უმეტესობას სახე უჩანს, ყველას დააკავებენ ნელ-ნელა და ჯარიმებით ყველაფერს ამოიღებს სახელმწიფო,ის ჯარიმები ბიუჯეტში დარჩება და ზარალს დაზღვევა აანაზღაურებს(სახელმწიფო არაფერს არ დაკარგავს) ისინი ყველა ახლომახლო მაცხოვრებლებია და შორიდან ვერ მოვიდოდნენ, ტრანსპორტი არ მუშაობს!!!!

5) ყველაფერი ორ დღეში დასრულდება მაქსიმუმ (აგე თქვენ და აგე მე) ამერიკა დიდი ქვეყანაა და ეს რამდენიმე ქალაქში გამართული არეულობა უცებ ჩაცხრება, მშვიდობიან და უბრალო მოქალაქეებს რომლებიც 99.9% არიან სიმშვიდე უნდათ, მაღაზიები ჭირდებათ, ჩვილი ბავშვებისთვის საკვები ჭირდებათ, პამპერსი ჭირდებათ და ქალაქის გამართული მუშაობა ჭირდება. ამიტომაც ყველაფერი დასრულდება. ამ ვანდელბსაც ზოგს შვილი ყავთ სახლში და ზოგს მოხუცი, სტაბილურობა მათაც ჭირდებათ(ვინც დაჭერას გადაურჩება) ხალხი გამოვა როცა მაღაზიაში პური აღარ შევა და საკვები... ამათ ხალხი დაასამარებს 2 დღის მერე....

6) ტრამპის რეიტინგი უფრო აიწევს ამ ვანდალების შემხედვარე.

7) პოლიციაც უფრო ფრთხილი გახდება და ზედმეტ ძალადაობას მოერიდება.

8) ამ ამბების შემხედვარე ნაცების მიერ დესტაბილიზაციის სურვილი ნულზე დავა... ჩვენ ხელისუფლებას თავისუფლად შეუძლია უფრო დიდი რეზინის ტყვიების შეძენა აწი, ტრამპი თვათხარიააო ვერ ბედავენ და რატომ ნეტა?“