გიორგი ვაშაძე: გარკვეული პარტიული რადიკალური განცხადებები ხალხის თვალში ერთობას აზიანებს

გიორგი ვაშაძე: გარკვეული პარტიული რადიკალური განცხადებები ხალხის თვალში ერთობას აზიანებს

გიორგი ვაშაძის განცხადებით, მოსახლეობას ოპოზიციის ერთიანობისა და ურღვევობის იმედი აქვს, გარკვეული პარტიული, რადიკალური განცხადებები კი ამ ერთობას ხალხის თვალში აზიანებს. ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ძალა ერთობაშია“ ეს ძალიან დიდ შინაარსს ნიშნავს. მთავარი არის არა ის, რა უნდა გიორგი ვაშაძეს, ან რომელიმე პარტიას, არამედ მთავარი არის ის - რა სჭირდება დღეს საქართველოს. მე ახლა სასწრაფოდ ჩამოვედი რეგიონიდან, სადაც ძალიან ბევრ ადამიანთან მქონდა შეხვედრა, რომელთაც ნომერ პირველი პრობლემა აქვთ გაჭირვება, შიმშილი და ის თუ როგორ გამოკვებონ ოჯახი. მაგრამ რისი იმედიც მათ აქვთ ეს არის, ჩვენი ერთიანობა, ურღვევობა და ერთიან ბრძოლის ფრონტი. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ გარკვეული პარტიული რადიკალური განცხადებები ხალხის თვალში აზიანებს ამ ერთობას. პირდაპირ გეუბნებით, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ და არ დავუშვებ ერთიანობის დარღვევას. იმიტომ, რომ გამარჯვება არის ერთიანობაში, ძალა არის ერთიანობაში“, - განაცხადა ვაშაძემ.

dima რა ერთობა-ვითომ კოალიციით მოხვედით ნაცები 2003 წელს, მაგრამ შემდეგ ჟვანია მოკალით,ბურჯანაძე მოტყანით და დაამყარეთ სომეხის დიქტატურა! ამ ბაყაყს ჰგონია ხალხს არაფერი ახსოვს?!
3 წლის უკან